საიტის რუკა
   
 
   
 
     
 

კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 810-850მ სიმაღლეზე; იგი დაბალმთიან კურორტთა ჯგუფს მიეკუთვნება. ხეობას თითქმის ყოველი მხრიდან ესაზღვრება წიწვოვანი და შერეულფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთები. კურორტის მოსაზღვრე ზოგიერთი მთის სიმაღლე 3000 მ-ს აღწევს.

ხეობა დაცულია ძლიერი ატმოსფერული დინებათა შემოჭრისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისაგან. ამასთანავე, აქ საუკეთესო პირობებია ჰაერის ბუნებრივი ვენტილაციისათვის. ბორჯომში უმეტესად მშრალი, უღრუბლო და უნალექო ამინდია. მას ახასიათებს დაბალმთიანი ზონის თბილი, ზომიერად ტენიანი კლიმატი.

ბორჯომი ცნობილია მისი სამკურნალო მინერალური წყლით, რომელსაც დადებითი ეფექტი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. არქეოლოგური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ქვის აბაზანები, რაც იმის დასტურია, რომ მინერალური წყლების გამოყენების ისტორია სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან.

ისტორიულად ბორჯომის ხეობას ეწოდებოდა თორი. იგი საკმაოდ მდიდარია ღირშესანიშნავი ადგილებით, ისტორიული ძეგლებითა და სანახაობებით. სამი ძმის პეტრე, გოგიას და სალის ციხეები, მე-6-ე, მე-12-ე საუკუნეში აგებული ეკლესიები და მონასტრები. რომანოვების სასახლე, რომელიც მე-18-ე საუკუნის დასასრულშია აგებული, ბორჯომს დიდგვაროვნულ ელფერს აძლევს.

ბორჯომის უნიკალური ბუნების შენარჩუნების მიზნით შექმნილია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ.

ამ შესანიშნავი კურორტის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარეობს სასტუმრო კომპლექსი ,,ბორჯომის ხეობა“