საიტის რუკა
   
 
   
 
     
 

  სასტუმრო “ბორჯომის ხეობა” 2005 წლის 15 იანვარს გაიხსნა.  მასში შერწყმულია ძველი ტრადიციები და თანამედროვე ტექნიკა.

 სასტუმრო გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას, გამაჯანსაღებელ აბაზანებს, გოგირდის წყლის ღია საცურაო აუზს, კომფორტულ ნომრებსა და საკონფერენციო დარბაზს.

 კომპლექსის მშენებლობა  “ბორჯომის ხეობის” ადმინისტრაციამ 2004 წელს განახორციელა. კომპლექსი შედგება სამი ერთმანეთთან დაკავშირებული შენობისაგან.


  კომპლექსის ცენტრალური შენობის I სართულზე ფუნქციონირებს სპა ცენტრი სადაც სტუმრებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ექიმების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროცედურები.  

  •  გოგირდის წყლის აბაზანები
  • წყალქვეშა მექანიკური ჰიდრომასაჟი
  • ავტომატური ჰიდრომასაჟი, მარგალიტოვანი აბაზანა ბორჯომის მინერალური წყლით, ტალახის აპლიკაცია.
  • ფიზიო თერაპიის კაბინეტი, ლაზერო თერაპიის კაბინეტი,
  • ლაბოლატორიული გამოკვლევები (პროცედურების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში-"სამედიცინო მომსახურეობა")
       შენობის II და III  სართულებზე განლაგებულია 33 კომფორტული ოთახი.
  ტერიტორიაზე განთავსებულია ღია საცურაო აუზი გოგირდის გამდინარე წყლით.

  თითოეულ ნომერს გააჩნია:  
  • საკუთარი აბაზანა (ცხელი და ცივი წყალი 24 საათის განმავლობაში)
  • ტელევიზორი 20 სატელიტური არხით,
  • WiFi ინტერნეტი 

 შენობის IV სართულზე მდებარეობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ბარი და სასადილო, სადაც სასმელებისა და კერძების ფართო არჩევანია. 

 სასტუმროში მოქნილი ანგარიშსწორების სისტემაა. თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება აწარმოოთ ნაღდი ფულით ლარებში, პლასტიკური ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.