ENG     RUS
გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ბორჯომის ხეობა" გაიხსნა 15 იანვარს
>>>
ჩვენს შესახებ
გამაჯანსაღებელი კომპლექსი “ბორჯომის ხეობა” 2005 წლის 15 იანვარს გაიხსნა. მასში შერწყმულია ძველი ტრადიციები და თანამედროვე ტექნიკა.

კომპლექსი გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას და გამაჯანსაღებელი მინერალური და წყაროს წყლის აბაზანებს, კომფორტულ ნომრებსა და საკონფერენციო დარბაზს.

კომპლექსის მშენებლობა შ.პ.ს. “ბორჯომის ხეობის” ადმინისტრაციამ და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ერთობლივი ძალებით განახორციელეს.

კომპლექსის I სართულზე ფუნქციონირებს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი სადაც პაციენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ექიმების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროცედურები.
  • ბორჯომისა და გოგირდის წყლის აბაზანები
  • წყალქვეშა მექანიკური ჰიდრომასაჟი
  • ავტომატური ჰიდრომასაჟი, მარგალიტოვანი აბაზანები ბორჯომის წყაროს წყლით.
    ამავე სართულზე ფუნქციონირებს ფიტნეს კლუბი.
შენობის II და III სართულებზე განლაგებულია 21 კომფორტული ნომერი.
თვითოეულ ნომერს გააჩნია:
  • საკუთარი აბაზანა (ცხელი და ცივი წყალი 24 საათის განმავლობაში)
  • ტელევიზორი 20 სატელიტური არხით
  • მინიბარი
  • ტელეფონი (შიდა სატელეფონო ქსელი)
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტით.

შენობის IV სართულზე მდებარეობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი ასევე ბარი და რესტორანი, სადაც სასმელებისა და კერძების ფართო არჩევანია. კომპლექსი გთავაზობთ ინდივიდუალური კვების მენიუს, რომელიც დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით იცვლება.


გამაჯანსაღებელ კომპლექსში მოქნილი ანგარიშსწორების სისტემაა. თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება აწარმოოთ ნაღდი ფულით ლარებში, პლასტიკური ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.

   Copyright © 2005 "BORJOMIS KHEOBA" Designed & hosted by INTELLCOM